Sunday, April 2, 2017

დღე ერთი

  კვირა დღე ჩემთვის დასვენების ერთადერთი საშუალებაა კვირის განმავლობაში.ამ დღისთვის მაქვს განსაზღვრული ოჯახთან და შვილთან დროის გატარება და როდესაც გვითხრეს რომ ტრენინგზე უნდა გამოვცხადებულიყავით,ეს გეგმები ჩამეშალა.პირველივე დღეს მივხვდი, რომ ტრენინგზე შესასწავლი საკითხების ცოდნის გარეშე თითქმის შეუძლებელია პედაგოგის ცოდნის გაღრმავება.პროექტებით სწავლება გაკვეთილების მიმდინარეობას უფრო მრავალფეროვანს ხდის.მიხარია,რომ საშუალება მომეცა ამ ტრენინგს დავსწრებოდი.მადლობა გვანცას ტრენინგის პირველი დღის ასე საინტერესოდ წარმერთვისათვის.

No comments:

Post a Comment