Sunday, May 7, 2017

დღე 9

   დღეს გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები.დავიწყეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.მოვისმინეთ ერთმანეთის რჩევები. ტრენინგმა დამაფიქრა ტრენინგის როლზე სასწავლო პროცსის დაგეგმვის პროცესში, იმაზე,თუ როგორ უნდა გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილის პროცესში.
   თითოეული ტრენინგი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი პროფესიული ზრდის საქმეში, გვეხმარება ორგანიზაცია გავუკეთოთ არსებულ ცოდნას.პროექტისადმი დასმულ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა. დიდი მადლობა.

დღე 8

დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში სასწავლო პროცედურებზე მუშაობა და დიფერენცირებულ სწავლებაში შევავსეთ სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის შექმნა და პორტფოლიოს ჩაშენება.
  სასწავლო ტექნოლოგიები გვეხმარება პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება ინდივიდუალური შესაძლებლობები და გაუმარტივდებათ პროექტის ფარგლებსი შესასრულებელი დავალებები.

Sunday, April 30, 2017

დღე 7

დღეს გავეცანით მე-6 მოდულს. ვისწავლეთ,თუ როგორ მოვახდინოთ განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესში და გამოვიყენეთ გარდნერისა და ბლუმის ცოდნის დონეები.ყოველივე ეს აუცილებელია მოსწავლეთა თვითრეგულირებისათვის.

Saturday, April 29, 2017

დღე 6

   დღეს გავეცანით და გავაანალიზეთ ერთმანეთის პროექტები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტებით შეფასების  მე-5 მოდულზე,გავეცანით შეფასების ფორმებს, ვნახეთ ნიმუშში არსებული მოსწავლის შეფასების ნიმუშს,ამავე დროს ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება არსებულის ადაპტირება .

Sunday, April 23, 2017

დღე 5

დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.ძალზე საინტერესო საკითხები განვიხილეთ: როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და სასწავლო ნიმუშების შექმნას. გავეცანითსასარგებლო ვებსაიტების მოძიების მეთოდებს.ძალიან საინტერესოა მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა და დაგეგმვა.როგორც ჩვენი ტრენერი ამბობს, ახლა გამოჩნდება რამდენად სწორად გვაქვს პროექტი შედგენილი.

Saturday, April 22, 2017

დღე 4

დღეს გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს,განვსაზღვრეთ მეთოდები და ინსტრუმენტები რომელ ეტაპზე გამოვიყენოთ.ძალზე შრომატევადი და საკმაოდ რთული საკითხები იყო.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ვიცი , რომ ყველაფერი ჯერ კიდევ დასახვეწია და შესასწორებელი.იმედია გვანცას დახმარებით საკმაო ცოდნას შევიძენ ამ საკითხების მიმართ.

Saturday, April 8, 2017

დღე-2

დღევანდელმა დღემ ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.დღემდე პროექტზე მუსაობა ბევრად მარტივი მეგონა.დღეს კი ჩემი დამოკიდებულება პროექტისადმი საკმაოდ შეიცვალა. დღეს გავეცანი პროექტის სათაურის გააზრებას,ძალიან მომეწონა ის , რომ სათაური ორიგინალურობით უნდა გამოირჩეოდეს. ფრიად საინტერესო იყოპროექტის შინაარსზე მუშაობა. მიღებული გამოცდილება გამომადგება შემდეგ მუშაობაში.