Sunday, April 30, 2017

დღე 7

დღეს გავეცანით მე-6 მოდულს. ვისწავლეთ,თუ როგორ მოვახდინოთ განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესში და გამოვიყენეთ გარდნერისა და ბლუმის ცოდნის დონეები.ყოველივე ეს აუცილებელია მოსწავლეთა თვითრეგულირებისათვის.

Saturday, April 29, 2017

დღე 6

   დღეს გავეცანით და გავაანალიზეთ ერთმანეთის პროექტები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტებით შეფასების  მე-5 მოდულზე,გავეცანით შეფასების ფორმებს, ვნახეთ ნიმუშში არსებული მოსწავლის შეფასების ნიმუშს,ამავე დროს ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება არსებულის ადაპტირება .

Sunday, April 23, 2017

დღე 5

დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.ძალზე საინტერესო საკითხები განვიხილეთ: როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და სასწავლო ნიმუშების შექმნას. გავეცანითსასარგებლო ვებსაიტების მოძიების მეთოდებს.ძალიან საინტერესოა მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა და დაგეგმვა.როგორც ჩვენი ტრენერი ამბობს, ახლა გამოჩნდება რამდენად სწორად გვაქვს პროექტი შედგენილი.

Saturday, April 22, 2017

დღე 4

დღეს გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს,განვსაზღვრეთ მეთოდები და ინსტრუმენტები რომელ ეტაპზე გამოვიყენოთ.ძალზე შრომატევადი და საკმაოდ რთული საკითხები იყო.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ვიცი , რომ ყველაფერი ჯერ კიდევ დასახვეწია და შესასწორებელი.იმედია გვანცას დახმარებით საკმაო ცოდნას შევიძენ ამ საკითხების მიმართ.

Saturday, April 8, 2017

დღე-2

დღევანდელმა დღემ ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.დღემდე პროექტზე მუსაობა ბევრად მარტივი მეგონა.დღეს კი ჩემი დამოკიდებულება პროექტისადმი საკმაოდ შეიცვალა. დღეს გავეცანი პროექტის სათაურის გააზრებას,ძალიან მომეწონა ის , რომ სათაური ორიგინალურობით უნდა გამოირჩეოდეს. ფრიად საინტერესო იყოპროექტის შინაარსზე მუშაობა. მიღებული გამოცდილება გამომადგება შემდეგ მუშაობაში.

Sunday, April 2, 2017

დღე ერთი

  კვირა დღე ჩემთვის დასვენების ერთადერთი საშუალებაა კვირის განმავლობაში.ამ დღისთვის მაქვს განსაზღვრული ოჯახთან და შვილთან დროის გატარება და როდესაც გვითხრეს რომ ტრენინგზე უნდა გამოვცხადებულიყავით,ეს გეგმები ჩამეშალა.პირველივე დღეს მივხვდი, რომ ტრენინგზე შესასწავლი საკითხების ცოდნის გარეშე თითქმის შეუძლებელია პედაგოგის ცოდნის გაღრმავება.პროექტებით სწავლება გაკვეთილების მიმდინარეობას უფრო მრავალფეროვანს ხდის.მიხარია,რომ საშუალება მომეცა ამ ტრენინგს დავსწრებოდი.მადლობა გვანცას ტრენინგის პირველი დღის ასე საინტერესოდ წარმერთვისათვის.